Kartvelians.com შენს AI ასისტენტში

დააკავშირე Claude, ChatGPT ან Grok kartvelians.com-ის სტატიებთან. ამერიკაში ცხოვრების კითხვებზე AI ჩვენი სტატიების მიხედვით გიპასუხებს და სტატიის ბმულსაც მოგცემს: E-ZPass, ბინის ქირაობა, მეტრო, მართვის მოწმობა, გადასახადები და სხვა. ეს უფასოა და ანგარიში არ სჭირდება.

ყველაზე მარტივი გზა: ნებისმიერ AI-ში

დაყენება არ სჭირდება და უფასო ChatGPT-შიც მუშაობს. დააკოპირე ეს ტექსტი, ჩასვი AI-ში და ბოლოს შენი კითხვა დაუმატე. AI ჩვენს სტატიას ინტერნეტში მოძებნის.

უპასუხე kartvelians.com-ის სტატიების მიხედვით (https://kartvelians.com/ny/newcomers) და ბოლოს სტატიის ბმული მომეცი. ჩემი კითხვა:

რჩევა: კითხვაში kartvelians.com დაასახელე

თუ AI ჩვენი სტატიების გარეშე გპასუხობს, კითხვა ამ სიტყვებით დაიწყე. ეს კონექტორითაც მუშაობს და მის გარეშეც: თუ კონექტორი ჩართულია, AI მას გამოიყენებს, თუ არა, ჩვენს სტატიას ინტერნეტში მოძებნის.

kartvelians.com-ზე ნახე:

მაგალითად: kartvelians.com-ზე ნახე: სად ვიყიდო იზი პასი ბრუკლინში?

Claude უფასო გეგმაზეც

Claude-ის კონექტორი ჩვენს სტატიებს პირდაპირ კითხულობს, ამიტომ პასუხი უფრო ზუსტია.

  1. დააკოპირე მისამართი:
    https://kartvelians.com/mcp
  2. გახსენი Claude-ის პარამეტრები, შემდეგ Connectors და დააჭირე Add custom connector-ს. სახელად ჩაწერე Kartvelians.com, URL-ის ველში ჩასვი დაკოპირებული მისამართი და დააჭირე Add-ს.
    Claude-ის პარამეტრების გახსნა
  3. ახალ ჩატში დააჭირე +-ს, აირჩიე Connectors და ჩართე Kartvelians.com.
  4. შეამოწმე ამ კითხვით:
    სად ვიყიდო იზი პასი ბრუკლინში?

კონექტორი Claude-ის კომპიუტერისა და ტელეფონის აპლიკაციებშიც გამოჩნდება, თუ იმავე ანგარიშით შეხვალ.

დამატებით: Kartvelians-ის უნარი (skill) Claude-ისთვის

უნარი Claude-ს ასწავლის, რომ ამ თემებზე ჯერ kartvelians.com-ის კონექტორი გამოიყენოს და მხოლოდ შემდეგ ზოგადი ძებნა.

  1. ჩამოტვირთე ფაილი:
    kartvelians-knowledge.zip-ის ჩამოტვირთვა
  2. Claude-ის პარამეტრებში, Capabilities-ში, ჩართე Code execution and file creation.
  3. Skills-ში აირჩიე ატვირთვა და მიუთითე ჩამოტვირთული ZIP ფაილი.

მენიუს სახელები შეიძლება ცოტა განსხვავდებოდეს: Claude მათ დროდადრო ცვლის.

ChatGPT ფასიან გეგმებზე

ChatGPT საკუთარ კონექტორს მხოლოდ ფასიან გეგმებზე, Developer mode-ში იღებს. უფასო ChatGPT-ში გამოიყენე ამ გვერდის თავში მოცემული ტექსტი.

  1. ChatGPT-ის პარამეტრებში გახსენი Apps & Connectors (ან Connectors), შემდეგ Advanced და ჩართე Developer mode. თუ იქ არ არის, ნახე Security and login.
  2. დააჭირე Create-ს. სახელი: Kartvelians.com. მისამართი:
    https://kartvelians.com/mcp
    ავტორიზაცია: No authentication. ბოლოს დააჭირე Create-ს.
  3. ახალ ჩატში +-ით აირჩიე Kartvelians.com და დასვი კითხვა.

Grok ფასიან გეგმებზე

  1. გახსენი Grok-ის კონექტორები და დააჭირე New Connector-ს, შემდეგ Custom-ს.
    grok.com/connectors-ის გახსნა
  2. სახელი: Kartvelians.com. მისამართი:
    https://kartvelians.com/mcp
    შემდეგ შეინახე.
  3. ჩატში დასვი კითხვა.

პროგრამისტებისთვის: Claude Code

მხოლოდ კონექტორი:

claude mcp add --transport http kartvelians https://kartvelians.com/mcp

უნარი და კონექტორი ერთად, პლაგინის სახით:

/plugin marketplace add dgodibadze/kartvelians-knowledge

კოდი ღიაა: github.com/dgodibadze/kartvelians-knowledge

კონფიდენციალურობა და შეზღუდვები

  • კონექტორი მხოლოდ ჩვენს სტატიებს კითხულობს. ის ვერაფერს გამოაქვეყნებს, ვერაფერს შეცვლის და შენს ანგარიშს ვერ ნახავს.
  • შენს კითხვებს არ ვინახავთ და ანგარიშიც არ სჭირდება. ჩვენი ჰოსტინგი, Cloudflare, ტექნიკურ ჩანაწერებს (დრო, IP მისამართი) 7 დღემდე ინახავს. თავად ჩატს AI კომპანია (Anthropic, OpenAI ან xAI) საკუთარი წესებით ამუშავებს.
  • AI-ის პასუხი ზოგადი ინფორმაციაა და არა იურიდიული ან საგადასახადო რჩევა. AI-მ შეიძლება შეცდომაც დაუშვას. სტატიის ბმულზე ნახავ, რას ამბობს სტატია და რომელ ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა.